დაგეგმე შენი საოცნებო მოგზაურობა და შეცვალე ამინდი პრივატელოსთან ერთად
იდეალური არდადეგების დაგეგმვა და ლამაზ გარემოში სასიამოვნო დასვენების დღეების გატარება იდეალური განტვირთის საშუალებაა. ამის საშუალებას ყველაზე მარტივად საქართველოში მოგზაურობა იძლევა.
საკმაოდ ადვილია მთლიანად დაიცალოთ სტრესისგან იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტთ მოიწყოთ ტური მაგალითად კახეთში ან ესტუმროთ მთიან მხარეს, რადგან ტურები სვანეთში მართლაც ძალიან უნიკალურ და ულამაზეს სანახაობას შემოგთავაზებთ.
ასეთი ღირშესანიშნაობებისა და თვალისმომჭრელი მთისწვერების დავიწყება მართლაც შეუძლებელია. ისინი საუკეთესო მოგონებებს გაჩუქებენ. საქართველოში მოგზაურობა და სხვადასხვა მხარისათვის დამახასიეთებელი ლოკალური და ინდივიდუალური სამზარეულოთი დატკბობა ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო პროცესს წარმოადგენს, რითაც კი შეგიძლიათ გაიხალისოთ და გაიფერადოთ ცხოვრება წელიწადის ნებისმიერ დროს.
საქართველოში მოგზაურობა მართლაც უამრავი თავგადასავლითა და სიურპრიზითაა სავსე.
თქვენ ვერასდროს ვერ გამოიცნობთ იმას, თუ რა დონის სილამაზე გელით სხვადასხვა მთისა თუ ტყის მიღმა. ულამაზესი ტბები გაუკვალავი სიმწვანის შუაგულში, უნიკალური წყაროები და წითელ წიგნში შეტანილი ხეებით სავსე ველები ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანის გულის მოგებას პირველივე ნახვის შემდეგ მოახერხებს.
ტურები საქართველოში იდეალური საშუალებაა აღმოაჩინოთ ის დაუშრეტელი საგანძური, რომელიც უკვე მრავალი საუკუნის მანძილზე უდიდესი თავდადებით აყვარებს მილიონობით ადამიანს კავკასიონის სამხრეთით გადაშლილ ულამაზეს მხარეს. იქნება ეს ინდივიდუალური ტურები სვანეთში თუ ჯგუფური ტურები საქართველოში, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებული გაქვთ სასიამოვნო, დაუვიწყარი დროის გატარება.
ულამაზესი ბუნება, ყველაზე კეთილი მასპინძლები და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საგანძურებით გამორჩეული მხარეები მართლაც სამოგზაურო გეგმის პირველ ადგილზე მოხვედრის ღირსია.
ყველაზე იაფი ავიაბილეთები ყოველთვის არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ თქვენ ცხოვრებაში უდიდესი ოცნებების ახდენას შეძლებთ. იდეალური მოგზაურობის მოსაწყობად თქვენ გჭირდებათ საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების ბოლომდე გააზრება და თანაც რაც მთავარია, მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნვაც. ეს როგორც წესი საკმაოდ დიდ ნერვებსა და დროს მოითხოვს, თუმცა ცნობილი ტუროპერატორი კომპანია Privatelo ამ შრომატევად საქმეს სრულიად საკუთარ თავზე იღებს. ამ კომპანიის პროფესიონალი თანამშრომლები პირველ რიგში სწორედ თქვენი ინდივიდუალიზმის ბოლომდე გაბრწყინებაზე არიან ორიენტირებულნი და შესაბამისად, სრულიად თქვენს ხასიათზე მორგებულ პერსონალურ ტურებს გთავაზობენ.
დაბალბიუჯეტიანი ავიატურები და დაბალფასიანი ავიაბილეთები შეიძლება იდეალურად შეეხამოს კომფორტული სასტუმროების დაჯავშნას და პირიქით. Privatelo სრულიად არ ზღუდავს თქვენს ფანტაზიას და სწორედ თქვენს სურვილებსა და ბიუჯეტზე აწყობილ დასვენებას გთავაზობთ. აღნიშნული მომსახურეობით სარგებლობისას, უმაღლესი დონის ავიატურის მოწყობა გულისხმობს სწორედ თქვენს მიერ შერჩეულ ქვეყნებსა თუ ქალაქებზე დაფუძნებული სამოგზაურო გეგმის შედგენას. თუმცა, ჩვენი გამოცდილი გუნდის თვალთახედვა მხოლოდ თქვენს ფავორიტ გეოგრაფიულ ღირსშესანიშნაობებს არ მოიცავს და Privatelo თქვენს აქტივობებსა და პირად ინტერესებსაც უმაღლეს დონეზე ითვალისწინებს.