პრივატელო ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე ინოვაციებითა და ინდივიდუალური მომსახურეობით ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანია გახლავთ.

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის სერვისებს:

იაფი ავიატურები და დაბალფასიანი ავიაბილეთების შეძენა ბევრისთვის დაუჯერებელ რამეს წარმოადგენს, რადგან უცხო ქვეყნის მონახულება ყოველთვის დიდ ბიუჯეტთან ასოცირდება. თუმცა, ავიაბილეთები საბერძნეთის მიმართულებითაც კი შეიძლება იქცეს ყველაზე ეგზოტიკური მოგზაურობის საწყისად თქვენთვის, თუკი ისეთი გამოცდილი და პროფესიონალური კომპანიის მომსახურეობას მიიღებთ, როგორიც პრივატელოა.

ჩვენი მაღალკვალიფიციური და ძალიან გამოცდილი გუნდისთვის სრულიად არ წარმოადგენს პრობლემას თქვენს ინტერესებსა თუ ბიუჯეტზე მორგებული უმაღლესი დონის ტურის შედგენა. პრივატელოს თითოეული თანამშრომლის უპირველეს ინტერესს სწორედ თქვენი სურვილების მაქსიმალურად დაკმაყოფილება წარმოადგენს, რაც სრულ ინდივიდუალურ მომსახურეობასა და ყველაზე იაფი ავიაბილეთების შეძენასაც კი მოიცავს. ამის ფონზე თითოეულ კლიენტს ჩვენ ვთავაზობთ ყველაზე უფრო კომფორტული არდადეგების მოწყობასა და მრავალფეროვან არჩევანს.

საოცნებო მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს არ არის გვიანი, თუმცა მის მოსაწყობად საჭირო უამრავი დეტალის მოფიქრებაში დროის დახარჯვა თქვენ შეგიძლიათ სრულიად მიანდოთ პრივატელოს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის წევრები მუდმივად მზად არიან შემოგთავაზონ როგორც მართლაც უმაღლესი დონის მზა ტურები, ასევე თქვენს მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისი უნიკალური სამოგზაურო გეგმაც.

ჩვენთან წარმოდგენილი მზა ტურები სამოგზაუროდ ძალიან მარტივად შეგიქმნით საუკეთესო განწყობას. ისინი მოიცავენ სხვადასხვა სახის ბიუჯეტზე მორგებულ ორმხრივ ავიაბილეთებს და სასტუმროს დაჯავშნასაც. ტურისტული კომპანია პრივატელოს გამოცდილი პერსონალი ბოლომდე ითვალისწინებს თქვენს თითოეულ სურვილს და სწორედ მათთვის ფრთების შესხმაზეა ორიენტირებული. პრივატელოს პერსონალიზებული ტურები საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ უდიდესი ოცნებები ყველაზე სწრაფად და მარტივად აისრულოთ.

შეცვალეთ ამინდი პრივატელოსთან ერთად.