საჰაერო ტურიზმის სფეროს განვითარებასთან ერთად უსაფრთხოება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საკითხად იქცა. აღნიშნულ სფეროში ყოველწლიურად უამრავი მეთოდი და ასპექტი ინერგება იმისათვის, რომ თვითმფრინავით მგზავრობის მსურველებმა თავი რაც შეიძლება უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ. თუმცა, თვითმფრინავის ბორტზე მოხვედრამდე, გარკვეული უსაფრთხოების ნორმები და კანონები აეროპორტების დაცვის ბარიერების გავლის დროსაც მოქმედებს. სწორედ ამ ეტაპის გავლისას უნდა შეასრულოთ ის მთავარი ვალდებულებები, რომელიც ფრენის დროს თქვენსა და თქვენთან ერთად მყოფი სხვა მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, უსაფრთხოების მაკონტროლებეი პერსონალი პირველ რიგში ამ საკითხის გასაკონტროლებლად მგზავრების ბარგის შემოწმებას აწარმოებს. სწორედ ამ ბარიერის გავლისას არის საჭირო იმის ცოდნა, თუ რა ითვლება საშიშ ბარგად და რისი შეტანაა დაშვებული აეროპორტისა და თვითმფრინავის ტერიტორიაზე.

წლების განმავლობაში საშიში ნივთების სია გამუდმებით იცვლებოდა და უფრო სერიოზულ სახეს იღებდა. თანაც, იგი საკმაოდ გაიზარდა კიდეც. საბედნიეროდ, ინტერნეტის ერასთან ერთად უკვე ყველასთვის მარტივადაა შესაძლებელი იმ ინფორმაციის გაგება, რომლის მიხედვითაც აეროპორტის დაცვის საფეხურის გავლისას ყოველგვარ გაუგებრობას აიცილებთ თავიდან. შესაბამისად, თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ ის, თუ რისი ატანაა თვითმფრინავის ბორტზე თქვენი პირადი ხელბარგით და რისი ჩაბარება მოგიწევთ მოზრდილ ბარგთან ერთად. მაგალითად ხელბარგის საშუალებით თვითმფრინავში შეგიძლიათ აიტანოთ სანთებელა, თუმცა იგი აუცილებლად უნდა ინახებოდეს დახურულ ჯიბეში.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კითხვა ამ თემის წამოჭრისას ყოველთვის საჭმელს შეეხება. მისი ატანა თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი საჭმელი მყარ მდგომარეობაში გადაგაქვთ. ასევე შეგიძლიათ ხელბარგის საშუალებით გადაიტანოთ ისეთი პირადი აქსესუარებიც, როგორიცაა მაკიაჟის ან ჰიგიენის ნივთები, თუმცა თხევად მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში მათი თითოეული პაკეტის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 100 მილიგრამს. ასევე შეგიძლიათ მსგავსი კატეგორიის ნივთებზე საუბრისას განიხილოთ ბასრი საგნების გადატანაც. მაგალითად ხელჩანთით შესაძლებელია წაიღოთ მაკრატელიც კი, თუკი მისი სიგრძე არ აღემატება 10 სანტიმეტრს.

თვითმფრინავით ფრენის დროს შეგიძლიათ ასევე თან იქონიოთ ელექტრო სიგარეტი და მსგავის მოწყობილობებიც. მათი გადატანა ხელბარგით დაშვებულია, თუმცა მათი გამოყენებისთვის საჭირო სპეციფიური სითხეების ჩანთაში მოთავსებისას ასევე უნდა დაიცვათ 100 მილიგრამიანი ლიმიტი. აღნიშნული წესის დაცვის შემთხვევაში თავისუფლად შეგიძლიათ აიტანოთ ბორტზე ალკოჰოლური სასმელიც. სითხის ლიმიტი თვითმფრინავის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ წესს წარმოადგენს. მისი გათვალისწინება ასევე აუცილებელია ისეთი ნივთების გადატანის შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად ლეპტოპის ელემენტი და მსგავსი მოწყობილობები.